პირველკლასელთა ოლიმპიადა

წესები:

პირველკლასელთა ოლიმპიადა „განთიადი“ ტარდება მათემატიკასა და ქართულში ერთ ტურად: გაზაფხული–ზაფხულის სეზონი.

ოლიმპიადის ღირებულება შეადგენს 25 ლარს. გადასახადის დაფარვა ხდება რეგისტრაციის დასრულებამდე.

ოლიმპიადის მონაწილეებს ამოსახსნელად ეძლევათ 40 წუთი.

ტესტში მოცემული საკითხები ფასდება სხვადასხვა ქულით,რომელიც მითითებულია ტესტში.

ყოველი ამოცანის თითოეულ შეკითხვას, რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.

შენიშვნა: ერთი და იგივე ამოცანის სავარაუდო პასუხებში ორი ან მეტი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში, ამოცანის პასუხი უქმდება და მონაწილეს აღნიშნულ ამოცანაში ეწერება ნული ქულა.

ტესტის, სწორი პასუხების, შედეგების გამოქვეყნების ვადები იხილეთ კალენდარში.

I, II და III ადგილოსნები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.