გუნდური ოლიმპიადა

წესები:

გუნდური ოლიმპიადა „განთიადი“ ტარდება მათემატიკასა და ზოგად განათლებაში ორ სეზონად: შემოდგომა–ზამთრის სეზონი და გაზაფხული–ზაფხულის სეზონი. თითოეული სეზონი ტარდება ერთ ტურად.

ოლიმპიადის ღირებულება შეადგენს 25 ლარს. გადასახადის დაფარვა ხდება რეგისტრაციის დასრულებამდე.

ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებენ II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები.

გუნდი შედგება ხუთ მოსწავლისგან.

გუნდის წევრები ტესტზე მუშაობენ ინდივიდუალურად.

დაგროვილი ქულები იკრიბება, იყოფა ხუთზე და ვლინდება გუნდის ქულა.

ოლიმპიადის მონაწილეებს სამუშაოდ ეძლევათ 1 საათი 20 წუთი.

ტესტში მოცემული დავალებები ფასდება სხვადასხვა ქულით.

ყოველი ამოცანის თითოეულ შეკითხვას, რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.

შენიშვნა: ერთი და იგივე ამოცანის სავარაუდო პასუხებში ორი ან მეტი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში, ამოცანის პასუხი უქმდება და მონაწილეს აღნიშნულ ამოცანაში ეწერება ნული ქულა.

ტესტის, სწორი პასუხების, შედეგების გამოქვეყნების ვადები იხილეთ კალენდარში.

I, II და III ადგილოსნები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
პ.ს თუ რომელიმე კლასში არ მოგროვდა ათზე მეტი გუნდი მხოლოდ პირველი ადგილოსნები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით