ერთტურიანი ინტეგრირებული ოლიმპიადა „განთიადი“ ტარდება მათემატიკაში , ქართულში და ზოგად განათლებაში ორ სეზონად: შემოდგომა–ზამთრის სეზონი და გაზაფხული–ზაფხულის სეზონი.
ოლიმპიადის ღირებულება შეადგენს 25 ლარს. გადასახადის დაფარვა ხდება რეგისტრაციის დასრულებამდე.
ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებენ II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები.
ოლიმპიადის მონაწილეებს ამოსახსნელად ეძლევათ 1საათი და 20 წუთი.
ტესტში მოცემული საკითხები ფასდება სხვადასხვა ქულით,რომელიც მითითებულია ტესტში.
ყოველი ამოცანის თითოეულ შეკითხვას, რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი.
შენიშვნა: ერთი და იგივე ამოცანის სავარაუდო პასუხებში ორი ან მეტი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში, ამოცანის პასუხი უქმდება და მონაწილეს აღნიშნულ ამოცანაში ეწერება ნული ქულა.
ტესტის, სწორი პასუხების, შედეგების გამოქვეყნების ვადები იხილეთ კალენდარში.
I, II და III ადგილოსნები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.